Saturday, March 29, 2014

დღე5

მომეწონა რომ ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი პროექტების შესახებ და გავაკეთეთ უკუკავშირები. ახლა უკვე ვიცი როგორ არ დავარღვიო საავტორო უფლებები. უფრო დავინახე რუბრიკის გამოყენების მნიშვნელობა. თანდათან საკითხები უფრო გასაგები ხდება.

Sunday, March 16, 2014

ჩვენი მე-4 დღე

ტრენინგის მეოთხე დღეს  გავეცანით შეფასების გაწერილ გეგმას,ჩამოვყალიბდი შეფასების იმ სტრატეგიებსა და მეთოდებში, რომელიც პროექტის დროს გამომადგება. კარგად გავიგე შეფასების ინსტრუმენტები, მივხვდი როგორ მოვარგო ჩემს თემას. ვორდში გავაკეთე შეფასების გეგმის ნახაზი და შევიტანე მონაცემები.

Saturday, March 15, 2014

დასრულდა ტრენინგების მე-,3 დღე.თემის სათაური მოფიქრებული მქონდა.დავწერე პროექტის გეგმა,მიზნები და შედეგები.ჩამოვაყალიბე პროექტის საკვანძო კითხვები,ბლუმის ტაქსონომიაზე დაყრდნობით.
შრომატევადი დღის წარმატებით დაძლევაში დიდი დახმარება გამიწია ტრენერმა ირინა მარკოზაშვილმა.

Sunday, March 9, 2014

შევუდექით პროექტების სწავლებას. ბევრი ინფორმაცია მოვისმინე. შევქმენით ჩვენი პორტფოლიო. განვიხილეთ პორტფოლიოს რუბრიკა და 21-ე საუკუნის უნარები, მოვიფიქრეთ კიდეც საპროექტო თემა და პუბლიკაციის მომზადება ვისწავლე . მოკლედ ახლებური და საინტერესო მიდგომაა. გადავწყვიტე პროექტები ხშირად ვაკეთო. რადგან უფრო სრულყოფილი მიდგომაა.